მირცხულავა დავით ცოტნეს ძე

მირცხულავა დავით ცოტნეს ძე (დ. 27. I. 1955, თბილისი), ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის დარგის მეცნიერი; ტექნ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1998). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) საინჟ. ფიზ. ფაკ-ტი (1976). მუშაობდა საქართვ. ენერგეტიკისა და ჰიდროტექ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1977–87) სხვადასხვა თანამდებობაზე; მილანის (იტალია) პოლიტექ. ინ-ტსა და იტალიის ეროვნ. ენერგეტ. კომპანიის კვლევით ცენტრში (1988–90); საქართვ. აგრარულ უნ-ტში დოცენტისა და კათედრის გამგის თანამდებობაზე (1986–2002); იყო საქართვ. ენერგეტ. ობიექტების ტექნ. მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის მოადგილე, დირექტორი (1990–98); საქართვ. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (1998–99), მინისტრი (1999–2003); საქართვ. ენერგეტ. მარეგულირებელი ეროვნ. კომისიის თავ-რე, წევრი (2003–06); პარტნიორი კომპანია Israel Power Project-ში (2010–13); კომპანია შპს „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნ. დირექტორი (2013–17); თბილ. საინვესტიციო ჯგუფის ენერგეტ. პროექტების ხელმძღვ. (2017–23). არის კომპანია „Geo Renewable LLC“-ის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2023-იდან); საქართვ. მაღლივი კაშხლების ეროვნ. კომიტეტის თავ-რე (2017-იდან).

მ.-ს კვლევები ეძღვნება ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობის პრობლემებს, ენერგეტ. უსაფრთხოებას და კლიმატის ცვლილების გავლენას ჰიდროენერგეტიკაზე.

თხზ.: საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, თბ., 2003; Методика диагностики экономической и энергетической безопасности государств. М. 2003 (თანავტ.); Effects of climate change on future energy production of Namakhvani HPP. V. 346, ICOLD &CFBR, 2022 (თანაავტ.).