მიროტაძე კონსტანტინე ალექსანდრეს ძე (1929, სოფ. წისქვილი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 1992, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1978). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1979–91 იყო ამავე ინ-ტის ეკონ. კათედრის გამგე; 1989–92 – აგრ. ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი.
მ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო ძირითადად იყო სას.-სამ. წარმოების მართვის საკითხები.
თხზ.: წარმოების მართვის სტრუქტურა და ტიპები, თბ., 1982; სასოფლო-სამეურნეო წარმოების მართვის საფუძვლები, თბ., 1984.