მირიანი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტში (კავთისხევის ადმ. ერთეული). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, თხოთის მთის სამხრ. კალთასა (კვერნაკები) და მდ. მტკვარს შორის, ცენტრ. სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ. ზ. დ. 475 მ, კასპიდან 15 კმ, 81 მცხ. (2014).