მირიანაშვილი გრიგოლ მიხეილის ძე

მირიანაშვილი გრიგოლ მიხეილის ძე (22. II. 1905, სოფ. დერჩი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 15. V. 1987, თბილისი), ბირთვული ფიზიკისა და კოსმოსური სხივების დარგის მეცნიერი, პროფესორი (1974). დაამთავრა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტი (1929); მუშაობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზ.-მექანიკის ფაკ-ტზე (1930–32), ხარკოვის ფიზ.-ტექნ. ინ-ტში (1933–36), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე კოსმოსური სხივების ფიზ. დარგში (1937–46). 1941 მ-მა მიიღო მონაწილეობა კოსმოსური სხივების კვლევის ექსპედიციაში ალაგიოზის მთაზე (სომხეთი), აგრეთვე სოხუმის ფიზ. ტექნ. ინ-ტში ბირთვული იარაღის შექმნის პროექტში (1946–49). იყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე მისი დაარსების დღიდან (1949–86).

მ-ის კვლევები ეხება ბირთვული პროცესებისა და კოსმოსური სხივების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, ავტორია (ა. იშხნელთან ერთად) ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელოსი (ელექტრობა და მაგნეტიზმი). ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.

ს. წერეთელი