მირიან I, მირვანი, ქართლის (იბერიის) მეფე. ქართ. საისტორიო ტრადიციის თანახმად, ფარნავაზიანთა დინასტიის მე-3 წარმომადგენელი (ფარნავაზისა და საურმაგის შემდეგ), რ-იც მეფობდა ძვ. წ. II ს. დასაწყისში. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, მას აღუმართავს ქალღმერთ დანინას კერპი და აუშენებია არმაზი. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ მ. I ებრძოდა კავკასიელ მთიელებს (განსაკუთრებით დურძუკებს) და დაამარცხა ისინი.
ლიტ.: მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. კრ.: ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში. თბ; 1999; სანაძე მ., ქართლის ცხოვრება და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე), თბ., 2001.
გ. მელიქიშვილი