მირთემირი (ნამდვ. სახელი და გვარი – მირთემირ უმარბელის ძე თურსუნოვი) (1910, სოფ. იქანი, ჩიმქენტის ოლქი, ყაზახეთი, – 23. I. 1978, ტაშკენტი, უზბეკეთი), უზბეკეთის სახალხო პოეტი. 1932 დაამთავრა სამარყანდის პედ. აკად. საზ.-ლიტ. ფაკ-ტი. პირველი თხზულებები 1926 გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული – 1928. ავტორია ლექსების კრებულებისა: „კომუნა“ (1932), „დედაქალაქი“ (1936), „ახალი ლექსები“ (1947). ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. უზბეკურად თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“.
ა. ცალქალამანიძე