მირზაშვილი (ლემბერგი) სოფიო ისრაელის ასული

მირზაშვილი (ლემბერგი) სოფიო ისრაელის ასული (20. V. 1909, ოდესა, –?? 1992, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1978). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1932). მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში. ნამუშევრები: „სვანეთის პეიზაჟი“ (1933), „ნატურმორტი“ (1974), „მიხაკები“ (1976) და სხვ. წლების განმავლობაში იკვლევდა და სწავლობდა ქართ. მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს. მაღალმხატვრულად გადმოიღო ბეთანიის, გელათის, ატენის, მღვიმევის, ხობის, ნაკიფარის, ყინწვისის, სორის, ზემო კრიხის, ნიკორწმინდის, ბუგეულის ტაძრების ფრესკათა პირები, მ. შ. ზოგიერთი ფრესკა მხოლოდ მ-ის ფირებმა შემოგვინახა (ორიგინალები აღარ არსებობს).