„მირზაი“

„მირზაი“, ირანული წარმოშობის აზერბაიჯანული და სომხური სოლო ცეკვა. ტრადიციულად ცეკვავენ ქალები, თუმცა სრულდება მამაკაცებთან ერთადაც (მუს. ზომა 6/8, ტემპი ნელი, კილო სეგიაჰი). გავრცელებული იყო საქართველოშიც. ხშირად აღნიშ­ნავენ, რომ „მ.“ საფუძვლად და­­ედო ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბეს­ალომ და ეთერში“ გამოყენე­ბულ ცეკვა „მირზაიას“. თუმცა აშკარაა, რომ აზრბაიჯანულ და სომხურ „მ-თან“ ზ. ფალიაშვილის ცეკვას (მელოდიურად, ტემპო-რიტმულად, კილო-ჰარმონიულად, ქო­რეოგრაფიით) კავშირი არა აქვს, ამიტომ უკვე დიდი ხანია სამართლიანად დამკვიდრდა ცეკვა „სამაიას“ სახელით. ივ. ჯავახიშვილის ცნობით ზ. ფალიაშვილმა „მ-ს“ საფუძვლად დაუდო კახური ლაშქრული სიმღერა „იშითა და კინტრიშითა“, რ-იც ოპერაში გამოიყენა თავისი ჰარმონიული ინტერპრეტაციით.

ლიტ.: გვარამაძე ლ., ცეკვა „სამაია“, „საბჭოთა ხელოვნება“, 1983, #3; ზურაბიშვილი ი., თეატრალური პორტრეტები. ნარკვევები მუსიკაზე, თბ., 1972; სამსონაძე ა., ცეკვა „სამაიას“ ისტორიულ-გენდერული ტრანსფორმაციის საკითხისათვის“, „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“, 2022, #2.

მ. ჯაფარიძე