მირდატი

მირდატი (გ. 438), ქართლის მეფე 426–438. მეფე არჩილის ძე, ვახტანგ გორგასლის მამა. „ქართლის ცხოვრება“ მ-ს მოიხსენიებს როგორც ქრისტ. ეკლესიის ერთგულ მსახურს. იგი ებრძოდა სპარსელებს. მ-ს მოიხსენიებს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაც. მან ცოლად შეირთო ქართლისა და ალბანეთის მარზპანის, ბარზაბოდის ასული საგდუხტი. ქორწინების შემდეგ მ-მა მამისგან მიიღო სამშვილდე საერისთავო ქვეყნით. საგდუხტი გაქრისტიანდა და ააგო სამშვილდის სიონი.

ლიტ.: გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990; მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. „ივ. ჯავხიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1958, ტ. 4. ნაკვ. I; სანაძე მ., ქართველთა ცხოვრება, წგ. 3, ქართლის მეფეებისა და პატრიკოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე), თბ., 2016.

გ. მელიქიშვილი