მირდატი, ქართლის მეფე IV ს. 60–70-იან წლებში. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, იგი იყო ქართლის გამაქრისტიანებელი მეფის, მირიანის შვილიშვილი, ბაქარის (ბაკურის) ძე. ზრუნავდა ეკლესიების მშენებლობაზე, კერძოდ, მას აუშენებია ეკლესია თუხარისის ციხის შიგნით, შეუმკია ერუშეთისა და წუნდის ეკლესიები. „მოქცევაჲს“ მიხედვით, მასვე აუგია ნეკრესი და გაუყვანია სარწყავი არხი.
ლიტ.: გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990; მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. „ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1958, ტ. 4. ნაკვ. I.
გ. მელიქიშვილი