მირდატი

მირდატი, ქართლის (იბერიის) მეფე III ს. დასასრულს ან IV ს. დასაწყისში. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, იგი იყო ბაკურ მეფის ძე და მამა ასფაგურისა. ჩვენამდე მოღწეულ ქართ. წყაროებში, რ-ებშიც მოხსენიებულია მ. („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ქართლის ცხოვრება“), მისი მოღვაწეობის არავითარი კონკრეტული ფაქტი არ სახელდება.

ლიტ.: მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, „ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1958, ტ. 4, ნაკვ. 1; სანაძე მ., ქართლის ცხოვრება და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე), თბ., 2001; საქართველოს მეფეები, რედ. მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, თბ., 2000.

გ. მელიქიშვილი