მირაშხანი

მირაშხანი, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ასპინძის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქევის ადმ. ერთეული). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მტკვრის მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 1300 . 312 მცხ. (2014). სოფელი, რ-შიც ჩაასახლეს აჭარის მეწყრული ზონიდან გადმოსახლებული მოსახლეობა, დაფუძნდა 1984.. თურქეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარეობს, რამაც მას სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.