მინდორაშვილი რევაზ შალვას ძე

მინდორაშვილი რევაზ შალვას ძე (დ. 1. VII. 1976, სოფ. კოლაგი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). ოლიმპიური ჩემპიონი (პეკინი, 2008), მსოფლიოს ჩემპიონი (2005), მეორე (2006) და მესამე (2003) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002). მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. საქართვ. მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი (2012–17). მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2018) ორდენები.