მინდვრის ქამა

მინდვრის ქამა (Agaricus arvensis), ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. 5–15 სმ დიამეტრის ქუდი თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ კი – თითქმის ბრტყელი. აქვს სადა, შიშველი ზედაპირი. ძირითადად თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო ლაქები ემჩნევა. შეხებისას ყვითლდება. ფეხზე ორშრიანი საყელო აქვს. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ – ვარდისფერი, ბოლოს – თითქმის შავი. იზრდება ტყისპირებზე, მინდვრებზე ივნისიდან ოქტომბრამდე. იყენებენ საკვებად, გემოთი ქამას წააგავს.

ი. ნახუცრიშვილი