მინდვრის სოკო (Clitocybe nebularis), ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5–15 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, სქელრბილობიანი, ღია ან მუქი ნაცრისფერი. თავდაპირველად მშრალი ფიფქოვანი ზედაპირი აქვს, შემდეგ კი – შიშველი. მოთეთრო ფირფიტები შეზრდილია ან ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი. აქვს თეთრი ფეხი, რ-იც ძირში ბოლქვივითაა გამსხვილებული. ზაფხულში და შემოდგომით იზრდება ტყის მდელოებზე, მინდვრებსა და საძოვრებზე. საკვებად ვარგისია ახალდაკრეფილი.
ი. ნახუცრიშვილი