მინდელი პაპუნა შალვას ძე ( 16. XII. 1931, თბილისი, – 6. XII. 2023, იქვე), გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1995). 1955 მოსკოვში დაამთავრა ლომონოსოვის სახ. უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში უფროს, შემდეგ – წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. 2003–06 იყო გრავიტაციული მოდელირების განყ-ბის ხელმძღვანელი, 2013-იდან კი – ექსპერიმენტული გეოფიზიკის სექტორის მთ. მეცნიერი თანამშრომელი. მონაწილეობდა საერთაშ. ექსპედიციებში. 1956 მისი მონაწილეობით განისაზღვრა სიმძიმის ძალის მნიშვნელობები ევროპის უმაღლეს მწვ. იალბუზზე (ზ. დ. 5641 მ), 1959 (წყალქვეშა სამხედრო ნავის გამოყენებით) – შავი და აზოვის ზღვების სიღრმეებში. 1960–61 შეადგინა შავი და აზოვის ზღვების უნიკალური გრავიმეტრიული რუკა ბუგეს ანომალიაში, რ-იც დედამიწის ქერქის შემადგენელი ფენებისა და ჩაწოლის სიღრმეების დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მ-ს მიღებული აქვს მ. ალექსიძის (2000) და ე. მინდელის (2002) სახ. პრემიები.
თხზ.: Гравитационная модель литосферы Кавказа и Восточного средиземноморья. Тб., 1999.
ლ. დარახველიძე
მ. ნიკოლაიშვილი