მინდელი ლევან ელიზბარის ძე

მინდელი ლევან ელიზბარის ძე (3. X. 1939, მოსკოვი, – 4. XI. 2019, იქვე), ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. უცხოელი წევრი (2010), რუს. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2011), ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. რფ-ის მეცნ. დამს. მოღვაწე (1997). მუშაობდა მოსკოვში ეკონომიკა-მათემატიკის ცენტრ. და სახალხო მეურნეობის პროგნოზირების (1991-მდე) ინ-ტებში. 1991-ში იქვე ჩამოაყალიბა მეცნ. კვლევისა და სტატისტიკის ინ-ტი, რ-საც 1991–2005 ხელმძღვანელობდა. 2005–16 იყო რუს. მეცნ. განვითარების პრობლემების ინ-ტის დირექტორი, 2016–19 – სამეცნ. ხელმძღვანელი.

მ-ის ინტერესების სფეროში შედიოდა სამეცნ. კვლევების დაგეგმვის, მართვისა და ეფექტიანობის შეფასების პრობლემები, მეცნ. ეკონომიკა, მეცნ. და სამეცნ.-ტექ. პრობლემების მართვა და განვითარების პროგნოზირება, ინოვაციური პოლიტიკა. მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: Funding of basic research in Russia: Modern realities and forecasts, Science and Technology, Volume 27, 2016, (თანაავტ. S.I. Chernykh)