მინდაძე ნინო (ნუნუ) რევაზის ასული (დ. 5. X. 1943, თბილისი), ეთნოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (2000). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1965). 1972-იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში (2006-იდან ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) უმცროს, შემდეგ – უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყ-ბის გამგედ, მთ. მეცნიერ თანამშრომლად (2006-იდან); 2009-იდან – თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტის მიწვეული პროფესორია. მ. არის ქართ. ხალხ. მედიცინის შემსწავლელი სკოლის ხელმძღვანელი, ახალი ქვედისციპლინის – ადამიანის ეკოლოგიის დამფუძნებელი, რ-იც ადამიანის ჯანმრთელობის ეკოლ. გარემოს უზრუნველყოფის ტრად. ქართ. გამოცდილებას შეისწავლის. დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2023).
თხზ.: ქართული ხალხური მედიცინა (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), თბ., 1981; ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნის ჩამოყალიბების ისტორიისათვის, თბ., 2001; რწმენა-წრმოდგენები დაავადებათა გამომწვევი მიზეზების შესახებ, თბ., 2005; ქართული ხალხური სამედიცინო ტრადიციები – Georgian folk medical traditions: კახეთი, თბ., 2005; სამხედრო მედიცინა ძველ საქართველოში, თბ., 2009. ქართველი ხალხის ტრადიციული სამედიცინო კულტურა, თბ., 2013.