მინაძე

მინაძე, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამცხის ქვაბულში, მდ-ების – მტკვრისა და ურაველის შეერთების ადგილთან, მტკვრის ორივე მხარეს. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ღრელი, ჭაჭარაქი). ზ. დ. 950 , ახალციხიდან 6 კმ. 418 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.