მინაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე

მინაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე (დ. 19. IV. 1957, თბილისი), ფიზიკოსი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზ. სპეციალისტი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1979). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში. მონაწილეობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტისა და ქ. პროტვინოში (ორივე რფ) მდებარე 76-გიგაევიან პროტონულ სინქროტრონულ ამაჩქარებელზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში (1980–95). 1995-იდან თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ინ-ტებსა და უნ-ტებთან (მ. შ.: DESY, გერმანია; INFN, იტალია; ათენის უნ-ტი; Blaise Pascal University, საფრანგეთი; CERN, ბირთვული კვლევების ევრ. ცენტრი, შვეიცარია).

მ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მათი დეტექტირების მეთოდები და დანადგარები. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნიტური და ადრონული კალორიმეტრების პროექტირებასა და შექმნაში. მ. მუშაობს დეტექტორ ,,ატლასის“ შექმნის პროგრამაში, ცერნის დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (1995-იდან) და 2007-იდან დღემდე არის ამ დეტექტორის ადრონული ტაილ-კალორიმეტრის მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის კოორდინატორი. ამჟამად ,,ატლასის“ ექსპერიმენტში ხელმძღვანელობს საქართველოს კლასტერს.

მ-ს 2010 მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია ფიზ.–მათ. დარგში; 2015 – ATLAS-ექსპერიმენტის ჯილდო გამორჩეული მიღწევებისთვის (ნაშრომი „დაბალი ძაბვის წყაროების სტაბილურ ფუნქციონირებასა და ადრონული კალორიმეტრის დეტექტორზე არსებული ელექტრონიკის დახვეწა“). გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ჟურნალებში.

ლიტ.: A study of the centrally produced pi0 pi0 pi0 channel in pp interactions at 450 GeV/c, Phys.Lett.B 2001, (თანაავტ.); Measurement of the production cross-section of J/ψ and ψ(2S) mesons in pp collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector, Eur. Phys. J. C 2024 (თანაავტ.); Measurement of single top-quark production in association with a W boson in pp collisions at √s = 13  TeV with the ATLAS detector, Phys.Rev.D 110 2024, (თანაავტ.).