მინაშვილი ვლადიმერ (ლადო) აკაკის ძე

ვ. მინაშვილი

მინაშვილი ვლადიმერ (ლადო) აკაკის ძე (დ. 15. I. 1939, სოფ. ტობანერი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი), ფილოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997). 1963 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1967-იდან მუშაობა დაიწყო ამავე უნ-ტის ახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრაზე. 1990–2006 იყო თსუ-ის ი. ჭავჭავაძის სასწ.-სამეცნ. კაბინეტის ხელმძღვანელი. მ-ის სამეცნ. კვლევა-ძიების ძირითადი სფეროა XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორია. იგი ავტორია ნაშრომებისა: „ილია ჭავჭავაძის ლირიკა“ (1977); „ქართველი რომანტიკოსები ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“ (1980); „ილია ჭავჭავაძე“ (1995); „ლიტერატურული ნარკვევები და წერილები“ (2003); „ლიტერატურული ნარკვევები“ (2009), „ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (2017) და სხვ.