მინაშვილი გურამ ვარლამის ძე

მინაშვილი გურამ ვარლამის ძე (25. III. 1936, თბილისი, – 1. III. 2015, იქვე), სპორტსმენი (კალათბურთი). ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1965), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), მაირანოს სახელობის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე (იტალია, 1958), თბილ. „დინამოსა“ (1953–67) და სსრკ ნაკრების (1957–64) წევრი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959–61) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი (1959); სტუ-ის ფიზ. აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. დამთავრებული აქვს სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი (1962).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).