მინარეთი (არაბ. منارة, მანარა – შუქურა), კოშკი საიდანაც მოუხმობენ მუსლიმანებს სალოცავად. აღმართულია განცალკავებით ან ჩართულია მეჩეთის შენობაში. ადრეულ მ-ს ხშირად გარედან ჰქონდა ხვეული კიბე ან პანდუსი (მოგვიანებით – კოშკის შიგნით). ეგვიპტის, ერაყის, ირანის, ცენტრ. და შუა აზიის ქვეყნებში აგებდნენ მაღალ, ზემოთ შევიწროებულ მრგვალ ან მრავალწახნაგა მ-ს, სირიასა და ჩრდ. აფრიკის ქვეყნებში – გეგმით კვადრ. მ-ს, თურქ. მ. კი წვერით დასრულებული მრავალწახნაგოვანი ვიწრო ნაგებობაა.