„მიმომხილველი“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ორგანო 1949–53 წლებში. გამოვიდა 3 ტომი (I – 1949, II – 1951, III – 1953), რედ. – ნ. ბერძენიშვილი. გამოცემის სახელწოდების გრაფ. მონახაზი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის ხელწერის მიხედვით. „მ-ში“ დაბეჭდილია გამოჩენილ ქართვ. მეცნიერთა ნარკვევები საქართვ. არქეოლ., ეთნოგრ., სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის, საგარეო ურთიერთობების აქტ. საკითხებზე, ნაშრომები წყაროთმცოდნეობისა და პალეოგრაფიის თემებზე, აგრეთვე რეცენზიები და კრიტ. წერილები, სამეცნ. მუშაობის ქრონიკა.