მილორავა ინგა ვახტანგის ასული (20. VI. 1970, თბილისი, – 3. VI. 2020, იქვე), მწერალი. ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995). 1988 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1998–2006 იყო სამეცნ. კრებულ „კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობის“ რედაქტორი, 1999–2004 – სოხუმის უნ-ტის მოწვეული ლექტორი, 2004–10 – თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ახალი ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის ასისტენტ-პროფესორი, 1991-იდან – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-ის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2012–20 – უფრ. მეცნიერი თანამშრომელი. იკვლევდა XIX–XX სს. ლიტ-რის საკითხებსა და პრობლემებს. გარდა სამეცნ. მუშაობისა, გატაცებული იყო მხატვრობით. წერდა მოთხრობებს, ზღაპრებს, პიესებს; არის ერთი რომანისა და ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი.
თხზ.: ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე, თბ., 1995; ალუბლისფერი ფარდის მიღმა, თბ., 2009; ფიქრის მარცვლები, თბ., 2012; ,,წუთისოფელი ასეა“, თბ., 2021.
ს. მეტრეველი