მილისწყარო, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (მჭადიჯვრის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. ნარეკვავის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში, ზ. დ. 1030 მ, დუშეთიდან 20 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). სოფელში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია. მ-ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.