მილისი, სოფელი აჭარის არ-ის ქედის მუნიციპალიტეტში (მახუნცეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. აჭარისწყლის (ჭოროხის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს, ზ. დ. 550 მ, ქედიდან 16 კმ, ბათუმიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 33 კმ. 123 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.