მილიონა, საკულტო ნაგებობა, გეგმით სწორკუთხა, სვეტის ფორმის, ხშირად სასანთლე ნიშით. აღმ. საქართვ. ბარისა და დას. საქართვ. ხალხურ მეტყველებაში ნიშის სახელით მოიხსენიება, ხევსურეთსა და ფშავში ამგვარ საკულტო ნიშებსა და საზარე ნაგებობებს კოშკი ჰქვია, თუშეთში კი მას „მილიონაის“ უწოდებენ. ფშავ-ხევსურთა საკულტო კოშკების მსგავსად გადახურულია ჰორიზონტალურად ბრტყელი თხელი ქვით ან აქვს ქვის ფილებით გამოყვანილი საფეხურებიანი პირამიდისებრი სახურავი.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. II2, თუშეთი, თბ., 1985.