მილექსება, ქართული ზეპირსიტყვიერების ტრადიციული ჟანრი. ფართოდ არის გავრცელებული ფშავში; გვხვდება აგრეთვე მთიულეთ-გუდამაყარში, ხევსურეთსა და ხევში. მ. იმართებოდა ხატობაში, ქორწილში ან მგზავრობის დროს, აგრეთვე მწყემსებს შორის. იგი შემოქმედებითი პაექრობაა ორ პირსა ან ჯგუფს შორის. მონაწილენი ერთმანეთს მიმართავენ ექსპრომტად თქმული სატირულ-იუმორისტული ლექსებით. მ. სიმღერითაც სრულდება.
ლიტ.: მახაური ტ., ფშაური კაფია, თბ., 2018.
დ. გოგოჭური