მილახვარი

მილახვარი, სამეურნეო დარგის მოხელე XVIII ს. საქართველოში, საპატიო და გავლენიანი თანამდებობის პირი. ცნობილია ქართლისა და კახეთის სამეფოების, დედოფლისა და ბატონიშვილის მ-ები. მ. განაგებდა სამეფო თუ სადედოფლო მამულებს, მონაწილეობდა საფინანსო, აგრეთვე სხვა საკითხების გადაწყვეტაში. მ-ისა და სახლთუხუცესის ფუნქციები ძალიან იყო დაახლოებული. მ-ის სახელო არსებობდა საფეოდალოებშიც.

ლიტ.: სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952.