მითრიდატე III

მითრიდატე III, ქართლის (იბერიის) მეფე. იხსენიება რომში ნაპოვნი საფლავის ქვის ბერძნულ წარწერაში, რ-იც 114–115 წლებით თარიღდება. ეპიტაფიაში მოხსენიებულია მითრიდატეს ძმა ამაზასპი. ამ წარწერიდან ჩანს, რომ მ. III-ს რომთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

წყარო: ბერძნული წარწერები საქარ­თველოში, თბ., 1951.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარ­კვევები, ტ. 1, თბ., 1970.

გ. მელიქიშვილი