მითრიდატე I, ქართლის (იბერიის) მეფე (I ს. დასაწყისი, – I ს. 30-იანი წლები). იხსენიებს რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი 35 წ. სომხ. სამეფო ტახტისთვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფეს არტაშეს III-ის (18–34) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. რომის იმპ. ტიბერიუსმა თავის მოკავშირეს, ქართლის მეფე მ. I-ს სთხოვა შეჭრილიყო სომხეთში და დაეკავებინა იგი. მ. I-მა დაიპყრო სომხეთი და რომაელთა ნებართვით იქ თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.