„ბრძოლა“, არალეგალური ბოლშევიკური გაზეთი. გამოდიოდა. „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიუროს“ ხელმძღვანელობით 1908, ქართ. და რუს. ენებზე. გამოიცა 4 ნომერი. გაზეთში გამოქვეყნდა წერილები „ლიკვიდატორების“ წინააღმდეგ ბრძოლის, მიმდინარე მომენტის, პარტ. ცხოვრების, პროფკავშირთა საქმიანობისა და სხვ. საკითხების შესახებ.
გ. ჟვანია