გომფონემა

გომფონემა (Gomphonema), კაჟოვანი წყალმცენარეების (Bacillariophyta) გვარი. ერთუჯრედიანი ფორმები, სუბსტრატთან ლორწოვანი „ჭიმებით“ მიმაგრებული; იშვიათად ქმნიან დატოტვილ კოლონიებს. უჯრედები სოლისებრი, ლანცეტისებრი ან სწორხაზოვანია. მათი ბოლოები კი – მომრგვალებული, თავაკიანი, ზოგჯერ წაწვეტებულიც სხვადასხვაგვარი ზედა და ბაზალური ბოლოთი. აქვს ვიწრო ღერძული, იშვიათად – გარდიგარდმო გაგანიერებული მომცრო, მომრგვალებული შუა ველი, უმთავრესად ერთი ან რამდენიმე იზოლირებული წერტილით. განივი შტრიხები ნაზი, პუნქტირებული, იშვიათად ხაზოვანია. ფართოდაა გავრცელებული ძირითადად მტკნარ წყლებში, ბინადრობს წყალსატევების ფსკერზე. საქართველოში ცნობილია -ის გვარის 43 წარმომადგენელი (8 სახეობა, 29 სახესხვაობა, 6 ფორმა). განსაკუთრებით ხშირად გვხვდება: Gomphonema angustatum, G. parvulum, G. intricatum, G. truncatum.

ლ. კუხალეიშვილი