გოგიტიძე ფადიკო შაბანის ასული

გოგიტიძე ფადიკო შაბანის ასული (1916, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 20. X. 1940, იქვე), პირველი ქართველი მფრინავი ქალი აჭარიდან. 1936 დაამთავრა თბილ. საფრენოსნო სკოლა და მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში ინსტრუქტორად. დაიღუპა ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.