გიორგი V

გიორგი V, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

XIV ს. 80–90- იან წლებში, მეფეების – ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის თანამედროვე. მოღვაწეობდა თემურლენგის შემოსევების უმძიმეს პერიოდში, როდესაც მტერმა ცეცხლითა და მახვილით გადაუარა მთელ საქართველოს, "...უფროსღა წმინდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს და დაწვეს ცეცხლითა". გ. V 1393 ამტკიცებს გიორგი VII-ის მცხეთისათვის შეწირულების სიგელს. მოიხსენიება აგრეთვე 1398 ერთ-ერთ საბუთში. 1399 კათოლიკოსად უკვე ელიოზი ჩანს.

წყარო : ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000