ჯაფარიძე გიორგი ივანეს ძე

გ. ჯაფარიძე

ჯაფარიძე გიორგი ივანეს ძე (დ. 29. VII. 1953, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2009), აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 2001).

დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი კონდენსირებულ გარემოთა თეორიული ფიზიკის სპეციალობით (1975). იმავე წლიდან მუშაობს თსუ-ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტში; არის ამ ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2003-დან), კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყ-ბის ხელმძღვ. (2005-2018) და სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2018-დან). 

ჯ. ინტენსიურად თანამშრომლობს გერმანიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და შვეიცარიის  სამეცნ. ცენტრებთან, სადაც 1990-2015 წლებში ხანგრძლივი სამეცნ.  მივლინებით იმყოფებოდა. არის საერთაშ. ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი  სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი.  ჯ-ის ძირითადი სამეცნ. კვლევები ეხება დაბალი სივრცითი განზომილების მქონე კორელირებული ფერმის სისტემების თეორიას, გადასვლა ლითონ-იზოლატორს, ზეგამტარობის უჩვეულო მოდელებს, სპინურ ელექტრონიკასა და დაბალგაზომილებიანი  მაგნიტური  სისტემების თეორიას.

იყო საქართვ. ეროვნული მეცნ. აკად-ის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2003-04). არის მათ. და ფიზ. განყ-ბასთან არსებული ბირთვული ენერგიისა და რადიოაქტიური უსაფრთხოების კომისიის თავ-რე (2013-დან), საქართვ. მეცნ. აკად. მათემატიკისა და ფიზ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2019-დან), მეცნ. აკად. საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს, ჟურნალ  „მოამბის“ სარედაქციო საბჭოს (2018-დან)  და ქართ.  ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. საბჭოს წევრი (2019-დან).  ეწევა  ნაყოფიერ  პედ.  მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს  თსუ-ის  ფიზ. ფაკ-ტზე (1998-2008). 2009-იდან ილიას სახელმწ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. და მედიცინის ფაკ-ტის სრული პროფესორია. ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით.

მიღებული აქვს საქართვ. მეცნ.  ეროვნ. აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. პრემია ფიზიკის დარგში (2011).