გოგელია შალვა ილიას ძე (დ. და გ. წლები უცნობია), ანარქისტი. 1906 თბილისში გამოსცა ბროშურა „ჩვენი მტრები და მეგობრები", რ-შიც ხალხის მჩაგვრელ ინსტიტუტებად მიიჩნევდა მონარქიას, კაპიტალიზმს, ოჯახს, ტრადიციებს. 1908 თავის ძმასთან გ. გოგელიასთან ერთად გამოსცა წიგნი: კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა და კრიტიკა სოციალდემოკრატიისა". 1905–07 რევ. პერიოდში ისინი მწვავედ დაუპირისპირდნენ ქართვ. ანარქისტთა მეორე ჯგუფს (ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი). XX ს. 10-იანი წლებიდან გ. აღარ ჩანს პოლიტ. სარბიელზე.
დ. შველიძე