გოგიაშვილი გურამ სოლომონის ძე (დ. 19. VII. 1934, თბილისი), ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1984).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ჟურნალისტიკის განხრით (1958). 1954-იდან პრესაში აქვეყნებს წერილებსა და ნარკვევებს. 1965–80 იყო გაზ. „კომუნისტის" რედაქტორის მოადგილე, 1980-იდან – ჟურნ. „პარტიული სიტყვის" (შემდგომში „საზრისი") მთ. რედაქტორი, 1991 – გამომც. „სამშობლოს" დირექტორის მოადგილე, 1992–96 – გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი, 1996-იდან – ამავე გაზეთის მთ. რედაქტორის მოადგილეა. 60–70-იან წლებში ხელმძღვანელობდა ქართ. ემიგრაციისათვის განკუთვნილ გაზეთ „სამშობლოს".
გ-მა თარგმნა კუბელი პოეტის ნ. გილიენის „ლექსები" (1961) და „საგვარეულო სახელი" (1967); ა. ბლოკის, რ. მ. რილკეს, ი. რაინისის, ჟ. პრევერის, ჯ. როდარის, ს. მარშაკის, ა. ჩეხოვის, კ. პაუსტოვსკის, ა. ოსტროვსკის, ვ. შუქშინის, ე. რაძინსკისა და სხვ. ნაწარმოებები; განსაკუთრებით აღსანიშნავია თარგმანი ფ. რაბლეს კომიკური ეპოპეისა „გარგანტუა და პანტაგრუელი" (I წგ. – 1972, II–1984, III – 1997, IV–1999, V – 2000). მთარგმნელმა ნაწარმოების სტილისტური მრავალფეროვნება (რეალისტურფანტასტიკური, აკადემიურმეცნ., მდაბიურ- კარნავალური ფორმები) ოსტატურად შეუხამა ქართ. ხალხ. მეტყველების სხვადასხვა მანერას, ინტონაციასა და ლექსიკას. თარგმნა აგრეთვე ჰოლანდ. ჰუმანისტის ერაზმ როტერდამელის, ჩეხი მწერლების – ი. და მ. ტომანოვების, ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს, სერბი მწერლის მილორად პავიჩის ნაწარმოებები.
გ. არის ი. მაჩაბლის (1990), ვაჟა-ფშაველას (1994) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და გორგასლის მესამე ხარისხის (2003) ორდენებით.