გიორგი IV

გიორგი IV, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII ს. 30-იან წლებში.

გ. IV, როგორც ჩანს, საკათოლიკოსო ტახტზე უნდა ასულიყო მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი კათოლიკოს-პატრიარქი და მწიგნობართუხუცესი არსენი გადადგა და შიომღვიმეში დამკვიდრდა. გ. IV-ის მიერაა დამტკიცებული „ვაჰანის ქვაბთა განგება“.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ზ. აბაშიძე