გიორგაძე ნოდარ ვარლამის ძე

გიორგაძე ნოდარ ვარლამის ძე (5.V. 1941, თბილისი, – 15. VII. 2009, იქვე), უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (2001). ბავშვთა მთ. უროლოგი (1994). 1964 დაამთავრა ლენინგრადის სახელმწ. პედიატრიის ინ-ტი; 1969–72 მუშაობდა თბილ. ბავშვთა №5 საავადმყოფოს უროლოგად, 1972–89-იდან – უროლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ბავშვთა განყ-ბის უმცროს, შემდეგ კი უფროს და წამყვან მეცნ. თანამშრომლად; 1994-იდან იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ბავშვთა ქირურგ. კათედრის პროფესორი. გ. იყო საქართვ. ბავშვთა უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2000), საქართვ. ბავშვთა ქირურგთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (2000). გ. იყო მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 4 მონოგრაფიისა და 7 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მისი სამეცნ. შრომები ეხება ბავშვთა ქირურგიის და უროლოგიის აქტუალურ საკითხებს.

თხზ.: თირკმლის და შარდსაწვეთის ანომალიები ბავშვთა ასაკში, თბ., 1978; შარდის შეუკავებლობა ბავშვთა ასაკში, თბ., 1991; „მწვავე" სათესლე პარკი ბავშვებში, თბ., 2004.