გიორგაძე მიხეილ რევაზის ძე

მ. გიორგაძე

გიორგაძე მიხეილ რევაზის ძე (დ.14. III. 1961, ქუთაისი), სპორტსმენი (წყალბურთი, მეკარე). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1982). დაამთავრა საქართველოს ფიზკულტ. ინ-ტი და თსუ. თამაშობდა თბილისის დინამოსა (1977–89) და სსრკ ნაკრებში (1981–89). მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1983), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1983, 1985, 1987), სეულის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1988).

ნ. გუგუშვილი