გიორგაძე კონსტანტინე ლევანის ძე

გიორგაძე კონსტანტინე ლევანის ძე (12. X. 1923, თბილისი, – 8. XII. 2004, იქვე), რენტგენოლოგი და სამედიცინო რადიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990), საქართვ. სამედიცინო აკად. წევრი (1996). 1946 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, ხოლო 1955 – რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, რ-ის გამგეც იყო 1973–97. გ. იყო ბირთვული მედიცინის განვითარების პიონერი საქართველოში. შეისწავლიდა რადიონუკლეიდური კვლევის ავტომატიზებულ სისტემებს და მათ გამოყენებას კლინ. დიაგნოსტიკაში. ქართ. ენაზე შეადგინა სახელმძღვანელო – „სამედიცინო რადიოლოგიის მოკლე კურსი" (1969). 1986 აირჩიეს თბილისის რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რედ, 1997 – საქართვ. რადიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად.

თხზ.: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა, თბ., 1966; სამედიცინო რადიოლოგია, თბ., 1986.