გიორგაძე იგორ პანტელეიმონის ძე

გიორგაძე იგორ პანტელეიმონის ძე (დ. 26. VI. 1950, ზაისანი, ყაზახეთი), გენერალ-ლეიტენანტი (1994). 1992–93 იყო საქართვ. შს სამინისტროს სპეცსამსახურის უფროსი, 1993 – შს მინისტრის მოადგილე, 1993–95 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრი. 1995 საქართვ. პრეზიდენტის ე. შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით გ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 1995-იდან საზღვარგარეთაა. იძებნება ინტერპოლის მიერ.

ლ. დოლიძე