გიორგაძე გიორგი გელას ძე (დ.10. X. 1964, ქუთაისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1993). სსრკ სპორტის ოსტატი (1982), საერთაშ. ოსტატი (1989). 1986 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. გ-ის პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე (ქუთაისი). საქართვ. ჩემპიონი (1982, 1988). სსრკ ჩემპიონატის ფინალისტი (1989). მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევრ. გუნდური პირველობების (1992, 1997) მონაწილე საქართვ. ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. იყო გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი 2008 წლიდან. მიენიჭა ღირსების ორდენი (2001).
თ. გიორგაძე