გიორგაძე გენადი ვალერიანის ძე

გიორგაძე გენადი ვალერიანის ძე (დ. 7. XI. 1948, სოფ. წილკანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (სამბო და თავისუფალი ჭიდაობა). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1973). დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინ-ტი (1970). სოფლის სპორტსმენთა შორის საკავშ. ჩემპიონატების (1968–72) ჩემპიონი და IX საერთაშ. ტურნირის (1969, თბილისი) ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ნაკრების წევრი (1972–75). მსოფლიოს ჩემპიონი (1973, თეირანი) სამბოში. 1995-იდან იყო საქართვ. სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 1997-იდან – საქართვ. სამბოს ნაკრების მწვრთნელი, 2003- იდან – ლ. თედიაშვილის სახ. სპორტული სკოლის მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ე. გიორგაძე

ნ. გუგუშვილი