გოგელია არჩილ გრიგოლის ძე

 

100px|thumb|ა. გ. გოგელია

გოგელია არჩილ გრიგოლის ძე (დ. 10. XII. 1941, თბილისი), ჟურნალისტი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1981). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. სახელმწ. ინ-ტი (1961) და თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1967). იყო ჟურნალების – „მართვესა“ (1975–79) და „სკოლა და ცხოვრების“ (1979–84) მთ. რედაქტორი; გაზეთების: „ლელოს“ (1984–85) და „თბილისის“ (1985–89) მთ. რედაქტორი. საქტელერადიო კომიტეტის (შემდგომ – კორპორაციის) თავ-რე (1989–99); საქართვ. ინფორმაციის მინისტრი (1992); საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის მდივანი.

1991 დააარსა და ამჟამადაც რედაქტორობს დამოუკიდებელ საზ.-პოლიტ. გაზეთ „დრონს“.

1999-იდან 2004-მდე იყო საქართვ. პარლამენტის წევრი.

2004–იდან არის საქართვ. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი. გ. იყო საქართვ. ნაკრების წევრი ფარიკაობაში, რესპ. არაერთგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, სსრკ პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი, სსრკ თასის ფინალისტი. ავტორია წიგნებისა: „მუშკეტერები“ (1974), „ასეთია სპორტული ცხოვრება“ (1986).