გიორგი I ა ღ წ ე ფ ე ლ ი

გიორგი I ა ღ წ ე ფ ე ლ ი, აფხაზთა (დას. საქართველო) მეფე 861–868; ლეონ II-ის ძე. გამეფებამდე მისი საუფლისწულო მამული იყო ა ღ წ ე ფ ი (აქედანაა ზედწოდება – აღწეფელი). თავისი წინამორბედებივით ცდილობდა დაუფლებოდა ქართლს, რაც დროებით შეძლო კიდეც. „მატიანე ქართლისას“ ცნობით, გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი და იქ ერისთავად თავისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის ვაჟი, ბაგრატი დასვა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959.

ზ. ანჩაბაძე