გობეჯიშვილი რამინ გრიგოლის ძე

გობეჯიშვილი რამინ გრიგოლის ძე (დ. 15. IX. 1941, სოფ. ნიგვზნარა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996), სსრკ მეცნ. აკად. გლაციოლოგიის სექციის ბიუროს წევრი (1988–92), საქართველოს გეოგრ. საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996–2008). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1964). 1965 მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში. 1981–88 ხელმძღვანელობდა აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიას, 1988–2006 – გლაციოლოგიის ლაბორატორიას, 2000– 03 – გეომორფოლოგიის განყ- ბას. 2003–08 თსუ-ის გეომორფოლოგიაგეოეკოლოგიის კათედრის გამგეა, 2006-იდან – სრული პროფესორი, 2005–07 – ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის დირექტორი, 2007-იდან დღემდე – ამავე ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარე. გამოიკვლია მთიან რეგიონებში (კავკასიონი, პამირი, შპიცბერგენი, ტიან-შანი, ტიბეტი, ჰიმალაი და სხვ.) თანამედროვე მყინვარების დინამიკა და ძველი გამყინვარების ევოლუციის საკითხები, თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები. დამუშავებული აქვს ძვ. გამყინვარების რეკონსტრუქციის კვლევის ახ. მეთოდი, რ-ის მიხედვითაც შეადგინა კავკასიონის, ტიან-შანის, აღმ. ანატოლიის, აღმ. ტიბეტისა და ცენტრ. ჰიმალაის გვიანდ. პლეისტოცენური გამყინვარების რუკები. მონაწილეობდა „მსოფლიოს თოვლყინულოვანი რესურსების ატლასის" შედგენაში (1997). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ.: კავკასიონის ქვიანი მყინვარების წარმოშობა და ასაკი, კრ.: საქართველოს ბუნება და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემები, თბ., 1988; გლაციოლოგია, თბ., 2006 (თანაავტ.); საქართველოს რელიეფი, თბ., 2011; Изучение современных рельефообразующих процессов в горных районах стереофотограмметрическими методами, Тб., 1981; Ледники Грузии, Тб., 1989.

ც. ვაშაკიძე