გობეჯიშვილი დავით ნიკოლოზის ძე (დ. 3. I. 1963, სოფ. ხურუთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1986). 1989 დაამთავრა თსუ-ის საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტი. ჭიდაობა დაიწყო ონში (1979). სსრკ ნაკრები გუნდის წევრი (1984–91). საქართვ. ხუთგზის (1982, 1983, 1984, 1985, 1986), სსრკ სამგზის (1985, 1986, 1988), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986), დსთ-ის (1992), ევროპის (1985), მსოფლიოს ორგზის (1985, 1990), კეთილი ნების თამაშების (1990) და XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) ჩემპიონი, XXV ოლიმპიური თამაშების (1992, ბარსელონა) ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის (1986) ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიო თასის სამგზის მფლობელი (1986–88). 1994–2000 იყო საქართვ. თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2001–04), ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2008–12), საქართვ. ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 1990). სპორტის რაინდი (2012), ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (2003), პრეზიდენტის ბრწყინვალების (2018) ორდენების კავალერი. მწვრთნელები – ა. მაისურაძე და გ. საღარაძე.
ნ. გუგუშვილი